კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში, რომელიც ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არის თქვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირება, პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ფორუმის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსის ამ ჟესტს დღეს ხედავენ, როგორც საქართველოს მოკავშირეები, ასევე საქართველოს არამეგობარი ქვეყნები.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის ლიდერობა ოპოზიციურ „ლეიბორისტულ პარტიაზე“ მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ „როიტერსი“ სოციოლოგიურ გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომელიც მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პროცესები უწინდელი პროგნოზით შეიძლება არ განვითარდეს და მან დიდი უპირატესობით ვერ შეძლოს გამარჯვება 8 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, რომლის დანიშვნის გადაწყვეტილებაც თავად მეიმ მიიღო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ სამმხრივი შეხვედრა გამართეს.
საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის, აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო განგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,“ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში აპრობირებული მეთოდებით, დღეს მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხი დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
სამართალდამცველებმა კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით, თბილისსა და გორში 5 პირი: 1989 წელს დაბადებული ლ. ბ., 1977 წელს დაბადებული ბ. ფ., 1984 წელს დაბადებული რ.ლ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ე. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.თ. დააკავეს.
ჩრდილოეთ კორეამ, ორშაბათს, ახლო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც მისი აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს დაეშვა. კვირას კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახალი ანტი-საავიაციო იარაღის სისტემის ტესტირებას გაუწია ზედამხედველობა და მისი მასობრივი წარმოების და მთელ ქვეყანაში განლაგების ბრძანება გასცა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იმ 5 კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელთაც კომისია საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.