საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სენაკში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ბანკომატის გაქურდვის მცდელობა დაფიქსირდა.
საქართველოს საპატრიარქო იუწყება, რომ „მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა“.
პოლიცია, ორშაბათ ღამით, „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელმაც 22 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა, მანჩესტერის გარშემო დანაშაულებრივი ქსელის გამოსავლენ ინტენსიურ სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0068 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.