GUARDIAN.GE - ლეონიდ კრავჩუკი, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი, 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი პრეზიდენტის პოსტს 1991-1994 წლებში იკავებდა, 1994-2006 წლებში კი ქვეყნის უმაღლესი რადას, პარლამენტის წევრი იყო.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარებას სთავაზობენ და საჭიროების შემთხვევაში მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა.

სრულად...

თბილისის მერმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) პრეზიდენტმა კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“. კონფერენცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას ათწლეულები დასჭირდება. სტრასბურგში, ევროკავშირის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან უკრაინას შესთავაზა ბლოკში გაწევრიანების დალოდების პერიოდში „პარალელურ ევროპულ საზოგადოებას“ შეუერთდეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სხვა გზებით.

სრულად...

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

9 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია. მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა იოსებ ტუხაშვილს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი