პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს საგარეო სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
GUARDIAN.GE - რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი ლიდერობს. ადგილობრივი ე.წ. ცესკოს მონაცემებით, ხმების 85%-ის დათვლის შედეგად მას ხმების 53.67% - 14 505 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კი, 41.3% - 11 099 ხმა. ყველას წინააღმდეგ ხმა 5.03%-მა, 800-მა მოქალაქემ მისცა.
საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ეროვნული კრებისა და სენატის წევრებს და მინისტრთა კაბინეტს წერილით მიმართავს და სთხოვს სასწრაფოდ დაუწესონ სანქციები „რუს ოლიგარქ დიქტატორ ივანიშვილს, როგორც ეს მოხდა ყველა სხვა რუს ოლიგარქზე, მისცენ პასუხისგებაში „ანგოლაგეიტისათვის“ და ჩამოართვან საფრანგეთის მოქალაქეობა“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.
საინფორმაციო კამპანია საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს ქვემო ქართლშიც მართავენ. ისინი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მაცხოვრებლებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ.
განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა და ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით,თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები, დაახლოებით, 700 ჰექტარზე ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.