საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 აპრილი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0335 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ექსპორტის ზრდა იყო.

სრულად...

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ბათუმში მომხდარი არეულობის მომზადების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სრულად...

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ. მათთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

სრულად...

„ევროპის მიმართ შიგნით არსებული სკეპტიციზმისგან განსხვავებული აზრის მოსმენა თუ გსურთ, თუ გსურთ გაიგოთ, რომ ევროპა უნიკალური პროექტია, რომელიც ადამიანებს ოპტიმიზმით აღავსებს, ქართველებს უნდა გაესაუბროთ“, - საგარეო უწყების ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა საქართველო-გერმანიის წლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

სრულად...

დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს დაიჩივლა, რომ ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებს სამართლიანად არ ექცევა და ვაშინგტონი „უზარმაზარი ოდენობის თანხებს“ კარგავს სამეფოს თავდაცვისთვის.

სრულად...

ნუ ირჯებიან ტყუილად - ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. 

სრულად...

არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

სრულად...

საქმე იქითკენ მიდის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

სრულად...

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებ განაცხადა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი დაინტერესებულ პირებს ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი