66 წლის წინათ, 1956 წლის ოქტომბრის მიწურულს, უნგრეთში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნების და ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკში შემავალი სახელმწიფოების წევრი იყო, დაიწყო ანტისაბჭოური გამოსვლები. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის იმრე ნადის და მისი მრავალრიცხოვანი მომხრეების ინიციატივით, უნგრეთმა ვარშავის სამხედრო ბლოკიდან გასვლის და ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ გაერო-ს მიმართა და თხოვა, რომ მას დაეცვა ნეიტრალური უნგრეთი მოსალოდნელი საბჭოთა იმპერიის თავდასხმისაგან!
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად შვედეთის თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულქვისტი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში შვედეთის დელეგაციას ოფიციალური ცერემონიალით დახვდნენ, რის შემდეგაც შვედ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.
საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების მტკიცებულებებს უკრაინის მხრიდან ელოდება, - მის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 15 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება.
GUARDIAN.GE - მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა პარლამენტის სხდომაზე გამოაცხადა.
ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ბრალდებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების საპასუხოდ.
დედაქალაქში სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.
დღეს დიდი მხედართმთავრის, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული მებრძოლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.