საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესტუმრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი შესაძლოა უფრო მეტი იყოს ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში, ვიდრე ეს ბუჩაში ვიხილეთ.
მიუხედავად ომის სასტიკი „კანონებისა“, მსგავსი სიმძიმე, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩას კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ 2022 წლის 4-5 აპრილს ორგანიზებულ მერების ფორუმზე, თბილისის სატრანსპორტო რეფორმის შესახებ მოხსენება წარადგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს დამადასტურებელი მტკიცებულებები გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ა.ი. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აქაურ უსამშობლოებს გუშინ მდუღარე გადაასხა: უკრაინის მხრიდან გახმოვანებულ აბსურდულ ცილისწამებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ „საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.