ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.

სრულად...

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, რუსთავისა და გარდაბნის მე-12 საარჩევნო ოლქში 121-ივე უბნის ხმებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ს.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა.

სრულად...

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცესკო კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში წარადგინა ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარ მონაცემებს 14-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით. წინასწარი მონაცემების ოპერატიულად გამოქვეყნება სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების - ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

სრულად...

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი გახდება. ადგილობრივ მცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდება, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებში ჩასვლა აღარ მოუწევთ და სიცოცხლისათვის აუცილებელ სერვისს ადგილზე მიიღებენ. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დაჩქარებისთვის უნდა გადაიდგას. მათ შორის, საუბარია საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო მშენებლობების გრძელვადიან პროექტზე. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს სთავაზობს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.

სრულად...

არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.

სრულად...

დღეს საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ.

სრულად...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი