საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა მეორე ტურის დღიდან 20 დღის განმავლობაში გაიმართება.
ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ალქსანდრა ჰოლ ჰოლი სოფელ ხურჩაში სქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ევროპული უსაფრთხოების სისტემა საფრთხის ქვეშაა რევიზიონისტური, რევანშისტული რუსეთის გამო, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, 25 მაისს ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტები დაიკეტება.
საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, უკრაინაზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღოს, - აღნიშნული განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან გააკეთა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თავის პირველ კომენტარს ნანობს.
ევროკავშირის გეგმის განხორციელება, რომელიც თურქეთისთვის 1-ლი ივლისიდან უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებდა, შეყოვნდება, რადგანაც ანკარა ამ დროისთვის მთავარ პირობებს ვერ დააკმაყოფილებს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
პრემიერ მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი წინადადების თანახმად, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ”ღირსეული პარტნიორის” საჩვენებელი სწავლება დასრულდა. სწავლებაში მონაწილეობდა ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი - 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა "ბმპ 2".
თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გმობს საქართველოს პრემიერ მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.