ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში კორცხელის #53-ე და #54-ე უბნებზე ხმები ხელახლა გადათვალეს, თუმცა მანამდე გამოცხადებული შედეგი არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებული ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატია.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პროკურატურას სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან მოძალადეები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური შერიგების კანონს მიიღებს, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
ბაქრაძის თქმით, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში ძალადობით და მუშტით გადაწყვეტილი პოლიტიკა დასრულდება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, ”ზონდერობის” წინააღმდეგ საბრძოლველი ქმედითი ინსტრუმენტი შეიქმნას. ეს განცხადება უსუფაშვილმა ბიუროს სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ის გუშინ გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე გუშინ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გემოეხმაურა. ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გამართული, საკრებულოს შუალედური არჩევნები შეაფასა. ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას მკაფიო უარი უთხრა - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს გაფართოება მიზეზია იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას, - აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატი აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს.
"როიტერსის" ცნობით, სირიაში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.