თუ ვინმემ რამე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის აი ეს ძალა, ეს არის მტრული, შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ახალი აეროპორტის აშენების მიზნით მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
GUARDIAN.GE - მესამე ღამეა, რაც საფრანგეთში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. პარიზში პოლიციის დიდი რაოდენობით განლაგების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაღაზიები დაარბიეს, ავტომანქანები კი ცეცხლის ალში გახვიეს. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. საფრანგეთში არეულობების ჩასაცხრობად 40 000 პოლიციელია ქუჩებში განლაგებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დერმანინის განცხადებით, 667 ადამიანია დაკავებული.
მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
განსაკუთრებული მოწიწებით ჩემი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ჩვენს გმირ მებრძოლებს, ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს. მე ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით თქვენ მიერ გაღებული სისხლისთვის, თქვენი ვაჟკაცობისთვის, თქვენი თავდაუზოგავი შემართებისთვის, თავდადებისთვის და გმირობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საუბარი შეეხო საქართველოში სანავსადგურო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ნავსადგურების ღიაობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას, რა მიმართულებითაც APM Terminals-ის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
GUARDIAN.GE - საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობები მოჰყვა. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლილეში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 77 ადამიანი.
ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს.
საქართველოს პარლამენტმა, სამი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.