საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა 30 ივნისის, 00:00 საათამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
საქართველოს 21 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდა. „ჯვაროსნებმა" მატჩი ფრედ - 1:1 დაამთავრეს.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის კათედრალურ მოედანზე თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების, როსგვარდიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს მიმართა, რომლებმაც, მისი თქმით, „სამოქალაქო ომი შეაჩერეს“. „თქვენ დაიცავით კონსტიტუციური წესრიგი, სიცოცხლე, უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება. გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო შოკისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი. რთულ მდგომარეობაში თქვენ მოქმედებდით მკაფიოდ, ჰარმონიულად, საქმით დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება რუსი ხალხისა და სამხედრო ფიცისადმი, აჩვენეთ პასუხისმგებლობა სამშობლოს ბედისა და მისი მომავლისადმი“, - თქვა პუტინმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულ იქნა სამი პირი, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან დამატებით,დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებისადმი კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა. წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში, პუტინი ამბობს, რომ მოვლენების დასაწყისიდანვე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება წარმოშობილი საფრთხის ნეიტრალიზებისათვის, კონსტიტუციური წესრიგის, მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების დასაცავად.
GUARDIAN.GE - 24 ივნისს „ვაგნერის“ მეთაურის, სერგეი პრიგოჟინის და მის დაქირავებული მებრძოლების მიერ მოწყობილი ამბოხი „რუსეთის სტაბილურობისთვის გამოწვევა“ იყო, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა. მისი შეფასებით, ქვეყანა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარშემო უნდა დარჩეს გაერთიანებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.