ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით.

სრულად...

თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ამის შესახებ, პოლიტიკოსის შვილი, კახა მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

სრულად...

„ქართული ჯარისა და ეკლესიის მოძულე დაჯგუფება აგრძელებს ავტორიტეტული ინსტიტუციების წინააღმდეგ თავზეხელაღებულ კამპანიას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გასულ კვირას „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტებს, რაც მისი თქმით, ჯარისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

სრულად...

მინდა, ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლიან ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობას ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

1-ელი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს საკითხზე და შეჯერდნენ, რომ პენსიონრების საპროცენტო განაკვეთი 26 %-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 768 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 920 PCR ტესტით.

სრულად...

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე, სოფელ სამებასთან თბილისის დროით 22:25 საათზე მოხდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი