ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას და ურყევ პოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ განაცხადა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანას, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესს ეხება.
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით დაიწყო. სესია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად განიხილა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, ხოლო რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისი დასახელება და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება.
ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ფშავის არაგვი 30 000 კალმახის ქვირითით დაათევზიანეს.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მესამე, საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.