დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.

სრულად...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

სრულად...

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ წლელულს, კერძოდ კი იანვრის თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს.

სრულად...

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები, - ამის შესახებ სამხედრო ჰოსპიტლის განცხადებაშია აღნიშნული.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სპუტნიკთან“ და სამ სხვა რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წინადადებები ულტიმატუმს არ წარმოადგენს და მასში არაფერი აღმაშფოთებელი არ არის, მოსკოვს კი მხოლოდ ის უნდა, რომ მასთან პატიოსნად იმუშაონ. 

სრულად...

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი