სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ ოჯახებზე გასცა მინისტრმა დაპირება, რომლის მიხედვითაც, აღნიშული ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ახლა იმპორტიორებისგან გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დედაქალაქში ბაზირებული თავისი საელჩოს თანამშრომლებს თავიანთი ოჯახის წევრების ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა, რაც კიევზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეებს უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უფლება მისცა საელჩოს ქვედა რგოლებში მომსახურე თანამშრომლებს, დატოვონ ქვეყანა და დაჟინებით მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაზე იფიქრონ.
დღეს მიმდინარე მოვლების ფონზე გერმანიის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ პროეცირდება უკრაინაზე, საქართველოზე და ა.შ. ( სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე), განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი, როგორიც არის უახლესი ისტორია, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, დღევანდელი მსოფლიოს აღქმა, მოსახლეობის განწყობები და პარტიული პოლიტიკა.
საპატრიარქოს ცნობით, მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მშვილდოსნის, ოლიმპიური ჩემპიონის, ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინის კრიზისის შესახებ გაკეთებული კომენტარების შემდეგ გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი, კაი-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. „ვთხოვე გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ქრისტინე ლამბრეხტს, დაუყოვნებლივ გამათავისუფლოს ჩემი მოვალეობებიდან. მინისტრმა დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა“, ნათქვამია ვიცე-ადმირალ კაი-ახიმ შიონბახის განცხადებაში, რომელსაც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
GUARDIAN.GE - თეა გიგიტაშვილმა აშკალის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა 2009 წელს დაიწყო. წალკის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელს იგი 13 წლის წინათ პირველად, ბორჯომის ხეობის გავლით, 7 წლის შვილთან ერთად ესტუმრა და თავიდან საკმაოდ უცნაურადაც კი მოეჩვენა მოტიტვლებული, ალპური ზონა, განსხვავებული სახლები და გარემო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.