შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 47 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 881 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 056 PCR ტესტით.
ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან, გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, პარტიების წარმომადგენლებთან წინასაახალწლო შეხვედრისას და დაამატა, რომ „წარსულის ფურცლები ლოდებად გვაწვება დღეს“.
ქალბატონო სალომე, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად ქართველთა პატრიარქს რატომ ჰრევთ ამ აბდაუბდაში???
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს პრესრელიზში სათაურით, „უპრეცედენტო ძალადობა ლგბტ დემონსტრანტების წინაღმდეგ სახელმწიფოს წაქეზებით“, აღნიშნულია, რომ განაჩენის გამოტანის დროს არ იყო გადამწყვეტი ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა 27 მომჩივანს ფიზიკური დაზიანება, რადგან ისინი დიდი მღელვარების და ემოციური სტრესის სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
„რომელი ეროვნული შემრიგებელი ეს ქალბატონია, რომელსაც ხურმის ფასსაც არ ეკითხებიან?!“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტირებისას.
საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი "Rothschild & Co" იმუშავებს, - შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვარს მხარეების რეპლიკებით განახლდება. პროცესის გადადემა ბრალდების მხარემ რეპლიკების მოსამზადებლად მოითხოვა.
დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.