სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის, პარტიული, ან მერკანტილური ინტერესის, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. პრეზიდენტმა თქვა, რომ არ აპირებს თავის გადაწყვეტილებაზე რამე  ახსნა-განმარტების გაზიარებას, რადგან ეს მისი დისკრეციული უფლებაა.

სრულად...

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა. როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ – გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა. ამასთან, ვარჰეის თქმით, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულია გარკვეული პროგრესი. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს, თუმცა მისასალმებელია მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ეს კანონპროექტი მიღებული არ იქნება.

სრულად...

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩია. საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია განისაზღვრა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ქალი შეასრულებს.

სრულად...

კახა ბექაურმა პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, სარეკლამო წესების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასული წლის მონაცემებით, სამაუწყებლო სფეროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას "მაუწყებლობის შესახებ" კანონის, კერძოდ კი, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება წარმოადგენს.

სრულად...

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტს კომისიის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწევები შეაჯამა. მისი თქმით, კომისია უკვე 5 წელია, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისთვის, აქტიურად მუშაობს.

სრულად...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართველი საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა, კვდებოდა და ასე შემდეგ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.

სრულად...

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

სრულად...

იტალიური გამოცემა Wine News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი