თბილისის სავალუტო ჯიხურების დიდ ნაწილში 1 ამერიკული დოლარის გასაყიდი ფასი 2.14 ზოგან კი 2.13 ლარია, ხოლო შესყიდვა კი 2.12 ლარად ხდება.
ჩრდილო კორეამ ორი ახლო მოქმედების სარაკეტო ჭურვი გაუშვა ზღვაში, რითაც აშშ-სამხრეთ კორეის ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმდინარეობა გააპროტესტა.
შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული რამაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ბათუმში დააკავეს.
დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტსა და დეპუტატის მანდატს ვადაზე ადრე დატოვებს და საქართველოს განვითარების ბანკის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.
მოსკოვში, რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარში დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსვლელობაში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სამოქალაქო საზოგადოების გარდა მარშს პოლიტიკოსებიც დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე მის ნათლულებს და მათ ოჯახებს მოუწოდა, რომ მათ უნდა მოძებნონ ისეთი უმწეო ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციის ჩატარებას სახიფათოდ მიიჩნევს.
კოალიცია “ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე – მათ შორის, სავალაუტო კრიზისის დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.
ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად მოსკოვის ქუჩებში ათასობით ადამიანის გამოსვლას ელოდებიან.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ერვნული ნაკრები ერთა თასის მესამე ტურის მატჩში ანგარიშით 26-13 დაამარცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.