მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშზე და მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან ონლაინ ფორმატში გამართული მოლაპარაკებებისას, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, თავის ამერიკელ კოლეგას იმ „წითელ ხაზებსა“ და საფრთხეებზე ესაუბრა, რომელიც მოსკოვს აშფოთებს, ბაიდენმა კი თავის მხრივ, უკრაინის გარშემო შექმნილი გამწვავებული მდგომარეობის შესახებ გამოთქვა წუხილი, - იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ლიდერის თანაშემწეზე, იური უშაკოვზე დაყრდნობით.

სრულად...

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

სრულად...

„საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით გაჩვენებთ, რა იყო წამება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

სრულად...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი.

სრულად...

თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრებიმოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

სრულად...

თანამედროვე, „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველა შეძლებს,კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და იმ ადამიანებს, რომლებიც სჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, 3 მილიარდ დოლარზე უფრო მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოში საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, რაც უმარტივესი ფაქტის კონსტატაციაა.

სრულად...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად მიდის. ოღონდ მნიშვნელოვან, უმაღლესი დონის საერთაშორისო შეხვედრებზე. ჯერ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამიტზე (15 დეკემბერი) და შემდეგ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF. 17-21 იანვარი).

სრულად...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი