20-23 ოქტომბერს მესტიაში „კლდის ვეფხვად“ წოდებული სახელოვანი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის ტრადიციული ღია საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა მეკლდეურობაში (სპორტულ ცოცვაში).
კარგად გვესმის მათი მხრიდან ამ პანიკის დათესვის მიზეზი, დაძაბული ერთი კვირა გვექნება, ძალიან აბსურდულ პანიკის შემცველ ბრიფინგებს მოვისმენთ, მაგრამ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თიანეთში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 32 011 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 618 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 393 PCR ტესტით.
მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს, - უთხრა აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებების საპასუხოდ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება Covid-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა და ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და სოციალური ქსელის ვიდეოჩართვით გადაიცა.
მთავარია მობილიზაცია და გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ცაგერში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.
ძალიან მოხვდათ გუშინ, მე განცხადება გავაკეთე, როდესაც ვიყავი სენაკში ჩასული, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, აქაც ფაქტებით და სიმართლეს ვსაუბრობ მხოლოდ, მე არ ვიკადრებ, რომ მოსახლეობას ტყუილი ველაპარაკო, მათგან განსხვავებით და ვთქვი, შედარება გავაკეთე, რომ რა უნდა გააკეთოს, ჩვენი კანდიდატი რომ არ იყოს არჩეული მერი, რა უნდა შეძლოს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე. ის შეძლებს მინიმუმს, რაც აქვს მას განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს, ერთი მინდა, ვუთხრა ყველას, პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 52 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 051 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 436 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.