საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს სასროლეთზე 5-კვირიანი საველე წვრთნები დაასრულა. დასკვნით სწავლებაზე ქვედანაყოფმა პირობით მოწინააღმდეგეზე საბრძოლო სროლები განახორციელა. 31- ე ბატალიონის ასეულის სამხედროებმა პოზიციების დაკავების, ჩასაფრების, მოწინააღმდეგის განეიტრალების და უკან გამოსვლის სავარჯიშოები შეასრულეს. ქვედანაყოფს მხარს 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნების გათვლა უჭერდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 46 123 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 852 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 271 PCR ტესტით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირება დონაციის სახით გადმოსცა. დონაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული სამხედრო პოლიციის ინიციატივისა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი თანამშორმლობის საფუძველზე განხორციელდა.
პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს „კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აგვიხსნას, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, სკოლაში დასაქმებული 30 თანამშრომლიდან ამ დროისთვის აცრილების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. რაც შეეხება დაინფიცირების მაჩვენებელს, უწყების ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა. სწავლება შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაქტიკური წვრთნები თავდაცვის შემადგენელი კომპონენტის, გავლა-გატარების ოპერაციის ჩატარებას მოიცავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.