ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პირველი დღის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტს მასპინძლობს. ვიზიტის მეორე დღე წინანდალში, „რადისონ ქოლექშენში“ ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომით გაიხსნა. ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირებსა და ქართულ მხარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი მიესალმნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ მეორე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 36 840 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 119 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 721 PCR ტესტით.
ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის საუკეთესო ათეულს ჯილდოები გადასცა. მათ შორის არიან პედაგოგები მარნეულიდან, პანკისიდან, თელავიდან, მესტიიდან და თბილისიდან.
„ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადჰყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ.
„სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატოს ურყევ მხარდაჭერას. ნატოს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ პირებს „ერთი დიდი სცენარის მარიონეტებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი მას ვერ „გაამწარებენ“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.
ადმირალი რობ ბაუერის ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიან ვიზიტად ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოში უკვე მეოთხედ იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.