თვითმმართველობის არჩევნებმა ქართული პოლიტიკური აბსურდის თეატრის დამაგვირგვინებელი აქტი შეასრულა და დღეიდან მოყოლებული, იმედი მაქვს, ეს აბსურდის თეატრი დასრულდება ქვეყანაში, – განაცხადა პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა, „ქართული ოცნების“ მხურვალე მხარდამჭერმა, გოგა ხაინდრავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში გამარჯვებისთვის ემზადება, განმარტა თუ რატომ უჭერდა მგზნებარედ მხარს ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს და გაიხსენა, როგორ მივიდა მაშინ „ღმერთისგან გამოგზავნილი“ ივანიშვილის მხარდასაჭერად არჩევნებზე საკუთარი კალმით.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით.
საქართველოში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა კახეთში, წინანდალში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე.
მეგობრებო. ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში.
„მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის და შემიძლია ვთქვა - თავდადებისთვის. იმიტომ, რომ ასეთ გაუგონარი წნეხის მიუხედავად ისინი მოვიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა ქვეყნის განახლებას და ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს უმაღლესმა საკანონომდებლო ორგანომ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება და, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე არც ერთი არ ყოფილა.
ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით - 24კმ.-ში მდებარე სოფელ სამებასთან თბილისის დროით 12:31 საათზე, მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.