თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები და დესტრუქციული ქმედებები ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სწორედ კენჭისყრის დღე.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია Facebook-ზე ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“-ის მიერ თავისი თმის ნიმუშის კვლევას აქვეყნებს, რომლის შედეგად არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.
დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის კლასიკური მაგალითი - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად, ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სააალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 36 047 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 685 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 362 PCR ტესტით.
საქართველოს საპატრიარქო ე.წ. სუსის მასალების გავრცელებასთან დაკავაშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს, ძალიან დიდი ტყუილია, საქართველო აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.