ჩვენს ინტერსებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც უზრუნველყოფს მტკიცე ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.
პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ გამოგვიცხადა, რომ ეს ყველაფერი არ ჰყოფნის, ეს 21-სართულიანი შენობა და ახალი ადმინისტრაციული შენობა უნდა ააშენოს მოსახლეობის ხარჯზე, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა. მან მედიასთან საუბრისას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა.
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დეპუტატ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს და მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება.
2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ პირებზე განაცხადა, რომ მათ მიერ გაჟღერებული და თან რეაგირების გარეშე დატოვებული ბრალდებები მოწმობს, რომ მათ ან სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ ესმით, ან „ფეხებზე ჰკიდიათ“, რადგან კორუფციული შემოსავლების შენარჩუნების ინტერესს უფრო მაღლა აყენებენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საპარაშუტო მომზადების პროგრამას გადის, რომელიც წყალზე დესანტირებას ითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, წვრთნების ფარგლებში, სამხედროებთან ერთად, ჰაერიდან წყალზე თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომაში მიიღო მონაწილეობა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 32 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 271 PCR ტესტით.
სააკაშვილმა ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.