ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უწყებამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს და ეს, საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა, რომელშიც დანაყოფის 100-მდე მოსამსახურე, 3 სადარაჯო ხომალდი და 5 საპატრულო კატარღა მონაწილეობდა.

სრულად...

კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი, დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს, ისევე, როგორც მთელი გუნდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სრულად...

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ჩვენმა გამორჩეულად ღირსეულმა ჯარმა მიიღო მონაწილეობა, ძალიან ღირსეულად იმსახურა ავღანეთში, რითაც დაიცვა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ღირსეულად დაბრუნდა სამშობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

„ორსულებში „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებში, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა. „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს ეუთო/ოდირის 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია 2021 წლის არჩევნებისთვის მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა და პირველი ოფიციალური შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან გამართა.

სრულად...

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მეტი მოტივაცია გავუჩინოთ მშრომელ ხალხს და წარმატებული მაგალითებით ვაჩვენოთ, რომ შრომა ფასდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად იმყოფებოდა.

სრულად...

თბილისის მერიამ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შედეგად, ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შეიმუშავა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ უფროსი თაობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

სრულად...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 43 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 534 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 119 PCR ტესტით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი