საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური პოლიციის საგუშაგოს თანამშრომლებს შეხვდა.

სრულად...

ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი დაფინანსდა, ჩვენ ვისაუბრეთ და ჩვენს უხუცესებს დავპირდი, რომ წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, ვიცი, რომ პრობლემები იყო მანამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

სრულად...

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მთელი ჩვენი რესურსები არსებითად გადართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველ რიგში, ბატონმა პრემიერმა, ჩვენმა გუნდმა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით აშენდეს ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო - ეს არის დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე განაცხადა.

სრულად...

ჩემს გამზრდელ ბაბუას, სვანური ქუდი ეხურა ყოველთვის და რომ ვეკითხებოდი, რატომ, მეუბნებოდა, ამაყი ხალხის ქუდიაო. ზუსტად ასეა. აქ რომ ჩამოდიხარ, ხვდები რა არის სიამაყე, ხედავ ამაყად მდგარ სვანურ კოშკს, რომელიც ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, გამარჯვების სიმბოლოა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მესტიაში „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე.

სრულად...

როგორ შევინარჩუნოთ ეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი - მთელმა მსოფლიომ გამოსცადა, ნახეთ, რა ხდება აშშ-ში, ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა, ინფიცირებულების რაოდენობა არის ასევე ძალიან მაღალი, დღეში აქვთ 100 ათასი შემთხვევა, მაგრამ აშშ-ის მთავრობაც, ევროპის ქვეყნების ლიდერებიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და თქვეს, რომ ქვეყნები აღარ ჩაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

სრულად...

ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები, შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა „ფაიზერის" კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

სრულად...

"ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა - ისინი ეძებენ საბაბს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ ეს მოუწევთ",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ქართული ოცნების“ საზოგადოებრივი მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ყველა ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაწყებული აქვს არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ, რადგან არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. მისი შეფასებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას.

სრულად...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით.

სრულად...

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახადებს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი მექანიზმი არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს უკვე ანომალიაა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი