ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

სავალალო მდგომარეობაში მყოფი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეული სამხედრო წვრთნებში აქტიურადაა ჩართული. წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი კონვოის, პატრულირების, ცეცხლზე რეაგირებისა და უსაფრთხოების სავარჯიშოებს ასრულებს.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

სრულად...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით.

სრულად...

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონია გაიმართა. Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება და სხვადასხვა საწვრთნელ რაიონში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახელმოწერის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.

სრულად...

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხულებს შეკითხვა დაუსვა, ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას.

სრულად...

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კენჭი უყარეს გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი