Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაშია შესული. სწავლება 5 ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის პარალელურად - სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს.
მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებითი კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სამშენებლო ამნიისტის შესახებ“ კანონი ძალაში შედის, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტიცებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "pfizer"-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, თუმცა დედაქალაქის იერსახის დამახინჯება კანონდარღვევაა და იგი დასჯადი ქმედებაა.
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური საავტომობილო გზის 50-მეტრიანი მონაკვეთი გუშინ გამთენიისას წაიღო, მოძრაობა აღდგა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - ჩატარდა 40 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 311 PCR ტესტით.
საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც ცენტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის რამდენიმე მონაკვეთი. ამ დროისთვის სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს და გადაადგილება შეუძლებელია. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.