საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რიკ დემსს შეხვდა.
საკოორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე მკაცრ ლოქდაუნს არ განიხილავს, არამედ განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და დაამატა, რომ სიებზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კატარის ელჩს მუბარაქ ბინ ნასერ ალ ხალიფას შეხვდა.
იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის ძალებში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა პლუსი ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ქართული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქვემო სვანეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა სოფელ საყდართან ცენტრალური გზის დაახლოებით 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, დააზიანა ხიდი, რომელიც ლენტეხს სამ თემთან აკავშირებს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook“-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.