მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს.
საქართველოში, სადაც დღეს 1 300-ზე მეტი სოფელია და არც ერთი ბანკის სერვის-ცენტრი, ბანკომატი ან საზოგადოებრივი ცენტრი არ ფუნქციონირებს, მათ შორის – არც დღეს სერვისის განმახორციელებელი „ლიბერთი ბანკის“, ჯამურად, 200 ათასამდე პენსიის მიმღები, ანუ პენსიონერების დაახლოებით ერთი მეოთხედი ცხოვრობს. მომსახურე ბანკი ვალდებულია, ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში, ამ პუნქტებში, „ხელით მიიტანოს“ და პენსია (ნაღდი ფულის სახით) და დაურიგოს ბენეფიციარებს“,- ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკურ სტატიაში, რომელსაც „რეზონანსი“ აქვეყნებს.
აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გაივლიან. უკრაინელი სამხედროები საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ და მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო ბაზაზე ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.
აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე. სწორედ ამიტომ ხართ აქ და სწორედ ამიტომ არის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფება.
მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
მე შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 884.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 209.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით მეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.