კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კახა კალაძეს ნუთუ პიარის კარგი სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში არ დაენიშნა, ეს ასოცირდება „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის დაანონსებასთან დაკავშირებით.
შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვთ აიცერით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.7 პროცენტით გაიზარდა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხებოდა სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს, 20 ივლისს, დაასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორეგონში, აქტიურმა ხანძარმა 300 000 აკრზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. BBC-ის ცნობით, შტატ ორეგონის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მასშტაბის ხანძარს, რომელიც 6 ივლისს დაიწყო, 2 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ამ დრომდე სტიქიამ გაანადგურა ტერიტორია, რომელიც ქალაქ ლოს-ანჯელესზე უფრო დიდი მოცულობისაა. აშშ-ის 13 შტატში ამჟამად ხანძრის 80-ზე მეტი კერაა აქტიური და ცხელ ამინდებს ქარის მაღალი სიჩქარეც თან ახლავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.