საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ.
საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში გამართულ დისკუსიას დაესწრო.
72-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სამხრეთ აფრიკაში მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებას არეულობები მოჰყვა. 10 ადამიანი სავაჭრო ცენტრის, „სოვეტოს“ ძარცვის დროს ჭყლეტის შედეგად გარდაიცვალა.
24-წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს მერმა ელდარ აზიზოვმა მოაწერეს.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება. თუმცა მას დღეს კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია.
ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია. ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება, შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.