საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1160 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
(GUARDIAN.GE) - ნიუ იორკის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. აცრა კალაძემ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.
კიევში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ვიდეოს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ სააკაშვილის დახმარებით, უკრაინაში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ განცხადება გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია გაიმართა.
მხარეებმა ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების პროცესი, იმუნიზაციის პროგრამა და „სინოვაკით“ვაქცინაციის საკითხები განიხილეს.
თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დმანისში განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქზე“ ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და აცხადებს, რომ „ეს კონფლიქტი მხოლოდ დროებით ჩაცხრა და არაფერი დამთავრებულა, შეიძლება ახალი ეტაპიც კი იწყება დაძაბულობაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.