„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ხვალ, 19 თებერვალს დაასახელებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, – განაცხადა ]„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კონსტიტუცია 56-ე მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ და შეეცადნენ მელიასთვის სასამართლოს განჩინება ჩაებარებინა. იქ შეკრებილებმა სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ადვოკატი ბექა ბასილაია ითხოვდა, რომ განჩინება მისთვის ჩაებარებინათ, თუმც ამაზე მას უარი ეთქვა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და სოლიდარობას უცხადებენ „ბატონ მელიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ აშკარა სვლას სრულმასშტაბიანი ავტორიტარიზმისკენ“.
სენატორმა, ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმას“ სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების კომენტირებისას უთხრა, რომ გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.