ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ, – ასე მიმართა განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანი დეპუტატ ალეკო ელისაშვილს.
საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებული საკითხს უყარა კენჭი და 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ წინადადებას მხარი დაუჭირა.
ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ექიმ ზურაბ ვარაზის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და არ შეიძლება, სახელმწიფო იმართებოდეს ფანჩატურში დაწერილი წესებით და დღის წესრიგით.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების ამოფარებას აპირებს, რის შესახებაც ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან აქვთ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრს, უენდი მორტონს საოკუპაციო ხაზზე უმასპინძლეს.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 873 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.