შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ს.ა. საბაჟო-გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სრულად...

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა.

სრულად...

ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ პირველი თებერვლიდან გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სრულად...

პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის, სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, დასწრებული ფორმით სწავლა გაგრძელდება პირველი მარტიდან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სრულად...

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვან საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში ორშაბათს, 18 იანვარს განახლდა და სწავლის პროცესი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის სამინისტრების რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

სრულად...

თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო დასუფთავდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.

სრულად...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 107 იმერეთში, 73 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი