წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. როგორც სკოლის დირექტორმა ვაჟა ზურნაჩიანმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, სკოლის ორ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და აღნიშნულიდან გამომდინარე დირექციამ სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უწყების მიერ შემუშავებული ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება არსებული გეოპოლიტიკური გარემოს ანალიზს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს თავდაცვის სისტემასა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წლის მნიშვნელოვან გეგმებზე ისაუბრა.
„თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე“, - აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0024 პუნქტით გაუფასურდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსად მაკა ფერაძე დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.