გრიგოლ ვაშაძის პოსტიდან წასვლის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.
ბოლო 24 საათში საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსზე 9 812 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვედანაყოფის - ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა. მან საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება. იგი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე იქნება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში, კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა.
თბილისის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განმარტა, რომ მოსახლეობის თხოვნით, დღეიდან თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს - ჰანს კლუგეს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს - ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლეს.
გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.