ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ როგორც პირველ ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან ერთად გამოაქვეყნა, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

სრულად...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 477 თბილისში, 533 იმერეთში, 280 კი აჭარაში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკება გაიმართოს, ჩვენ ვართ მოლაპარაკებისა და შეთანხმების მომხრე, რადგან მოლაპარაკების მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც თუ შევთანხმდებით, ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით.

სრულად...

ფაქტი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიიდან წავიდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

სრულად...

თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტება რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „ღამის კურიერში“ გააკეთა.

სრულად...

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მგზავრებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც პანდემიის გამო ნაწილობრივ ონლაინფორმატში გაიმართა.

სრულად...

პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი