აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში პროფესიული განათლებისა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გამოყო.
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს, - ინფორმაციას თავად საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
საქართველო “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გაუფასურდა.
ამჯერად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ტრავესზე ვართ და ველოდებით ჩამოსვლას როდის დავიწყებთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკების გზებს იპოვიან და პოლიტიკურ პარტიები კონსტრუქციულები იქნებიან.
ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია ფიზიკური, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს. ბათუმის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის კომუნალური გადასახადისგან. კერძოდ, წყლისა და დასუფთავების გადასახადისგან. შეღავათები გავრცელდება იმ მეწარმეებზეც, რომელთა ობიექტები დაწესებული შეზღუდვების გამო არ ფუნქციონირებენ.
11 დეკემბერს, პარასკევს, 12:00 სთ-ზე პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.
„ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, დაგვიდასტურეთ, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთ და რიგგარეშე არჩევნებზე თანახმა ვართო, ამაზე მეტი რა უნდა თქვან, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.