ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება Facebook-ზე ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების PCR მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ. მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ტესტირების ჩატარებაზე.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლა არ დაკეტილა და არც მომავალში აქვთ სურვილი, რომ ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი - 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს.
28 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან ყველაზე მეტი ისევ თბილისში - 1 784 შემთხვევა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
„ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ.
ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი 152 მმ (2A65) მსტის ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებითა და 152 მმ (2A36) გიაცინტის ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდა.
ირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე მაღალი რანგის მეცნიერს, მოჰსენ ფახრიზადეს დედაქალაქ თეირანის ახლოს, აბსარდში, ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, ჭრილობები მიაყენეს და იგი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.