დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო შეხვედრებს მართავენ თავიანთ მხარდამჭერებთან. აშშ-ის მოქალაქეების ნაწილმა, 69 მილიონზე მეტმა ადამიანმა, 3 ნოემბრის არჩევნებამდე მისცა ხმა თავის სასურველ კანდიდატს, ზოგიერთმა ფოსტის მეშვეობით (46 მილიონზე მეტმა), ზოგიერთმა კი ტრადიციული ფორმით.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ჩვენ აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნება იყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.
თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური საქმიანობით, კეთდება ამათთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის და გამარჯვებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმის სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე.
დაახლოებით 7 თვის წინ, ამ შენობის ადგილზე იყო ჩვეულებრივი ნანგრევები და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზუსტად 7 თვეში აქ შესაძლებელი იქნებოდა სასწავლო პროცესის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. მთავრობის მეთაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.