საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას, ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, გავაკეთოთ ხვალ ჩვენი არჩევანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.
არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს,მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.
პარიზის მერი ან იდალგო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის.
კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში, 381 აჭარაში, 313 კი იმერეთში გამოვლინდა, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო, –განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძე პარტიის ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე რუსულად შესრულებულ „თბილისოსთან“ დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.