საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
რაგბის კავშირში მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა.
ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია PCR-ტესტირების მაჩვენებელი, შეიძლება ითქვას, ადრეულ ეტაპზე ინფექცია თითქმის არ გვეპარება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „გირჩი“, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს.
სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ პანდემიის პერიოდში, თბილისის მერია თითქოს ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კონცერტებს და კულტურულ ღონისძიებებს, სიცრუეა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპი გამოაცხადა.
თბილისი ევროპის სხვა დედაქალაქების მსგავსად, „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში ველომსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.