ბათუმში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბინადარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭის რეზიდენციაში ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კრემლი მხარს უჭერს იმას, რომ ბელარუსები თავად, ყოველგვარი გარე წნეხისა და ზეწოლის გარეშე მშვიდ გარემოში, ერთმანეთთან დიალოგით მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე.

სრულად...

მთავრობის პოლიტიკა,  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და გააზრებული, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს, -  განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიის შიდა კვლევები უკვე სრულდება და სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში, ზუგდიდში, მალე დაასახელებენ კანდიდატს, რომელიც „ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება“.

სრულად...

პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეული წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, მათი მხრიდან ძირითადი აქცენტები ეკონომიკაზე, ინდუსტრიულ და აგრარულ პოლიტიკაზე, ასევე ჯანდაცვაზე გაკეთდება.

სრულად...

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება; სასწავლო პროცესი კი ამ სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0168 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც პენსიონერებზე 200-ლარიანი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეს შეესაბამება.

სრულად...

ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდინფიცირებული მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

სრულად...

თუ ოპოზიციის მხრიდან დაცული იქნება სტანდარტები, არ იქნება პროვოკაციები, ამ შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი და არჩევნები გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორ პროცესადაც წარმოგვედგინა არჩევნები დღემდე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე საუბრისას

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი