საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ამჟამად არავითარი პროგრესი არ არსებობს.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის მხარდაჭერის შესაძლო გაწევასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას აკრიტიკებს.
კიევის სააპელაციო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს 11 იანვარს განიხილავს. მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯის თაობაზე, სასამართლოში მოწმეების არასაკმარისი რაოდენობის გამო გადადო.
სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა პერუში, პანამერიკულ გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად. სამგზავრო ავტობუსი, რომელში 50 მგზავრი იმყოფებოდა, პასამაიოს რაიონში გზიდან 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
9 ადამიანი დაიღუპა ღამის განმავლობაში ირანში პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლისას, იტყობინება BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაკისტანი შეერთებული შტატების მოტყუებაში დაადანაშაულა, მაშინ როცა მისი თქმით, ისლამაბადი ვაშინგტონისაგან უცხოური დახმარების სახით მილიარდობით დოლარს იღებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი „ყოველთვის ჩემ მაგიდაზეა“, რითაც გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ მას არასოდეს ექნება შესაძლებლობა დაიწყოს ომი.
იაპონიის ხელისუფლება კორეის ნახევარკუნძულზე ფართომასშტაბიანი ომის პერსპექტივას სწავლობს, იტყობინება სააგენტო „კიოდო“.
ირანის რევოლუციურმა მცველებმა გააფრთხილეს ანტი-სამთავრობო პროტესტანტები, რომ ისინი სახელმწიფოსაგან „რკინის მუშტს“ მიიღებენ, თუკი პოლიტიკური არეულობა გაგრძელდება.
ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ „მსოფლიო უყურებს“, თუ როგორ პასუხობს ირანული ხელისუფლება ანტი-სამთავრობო პროტესტს, რომელმაც რამდენიმე ქალაქში იფეთქა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.