ავღანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც „თალიბანის“ მიერ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ჯარისკაცი იქნა მოკლული თუ დაჭრილი.
ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან მდებარე სამხედრო ბაზას თალიბი მებრძოლები დაესხნენ თავს. სამხედო ბაზაზე იერიშს 140 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთი პოლიციელი იქნა მოკლული და ორი სხვა დაჭრილი ცენტრალურ პარიზში ხუთშაბათ საღამოს განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისას. საფრანგეთის უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი.
ჩრდილო კორეის სახელმწიფო მედიამ გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები „სუპერ-მძლავრი უპირატესი დარტყმის“ შესახებ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს ზეწოლის გზებს ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ბრალი დასდო ირანს „მიმდინარე პროვოკაციების შეშფოთებაში“, რომლის მიზანიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია და რეგიონში ამერიკის ინტერესების ძირის გამოთხრაა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის მოწოდებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების 8 ივნისს ჩატარებასთან დაკავშირებით.
შავ ზღვაში სატვირთო გემი „Герои Арсенала" ჩაიძირა. „რია ნოვოსტის" ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა.
12 ადამიანი ემსხვერპლა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პროვინცია თუნჯელში ვერტმფრენის ჩამოვარდნას.
ჩინეთმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ „კონფლიქტმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იფეთქოს“, რადგან დაძაბულობა ჩრდილო კორეის გარშემო იზრდება.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „თვითერზე“ გაკეთებული განცხადებები დაძაბულობის „ღვარძლიან ციკლს“ ქმნის კორეის ნახევარკუნძულზე, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ The Associated Press-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ თუკი შეერთებული შტატები აჩვენებს თავისი „უგუნური“ სამხედრო აგრესიის რაიმე ნიშანს, ფხენიანი მზადაა თავად წამოიწყოს მისივე უპირატესი იერიში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.