გერმანიის მთავრობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სახელმძღვანელოს, ე.წ. თეთრი წიგნის განახლებას აპირებს, რომელშიც რუსეთი პარტნიორის ნაცვლად მეტოქედ დასახელდება, - წერს გერმანული გამოცემა Die Welt-ი.
გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის დაწესება იგეგმება, - წერს გერმანული გამოცემა Die Welt-ი.
მისი დაბადების დღიდან მე-2 დღეს კუბას პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ენამოსწრებულად იხუმრა, რომ კასტროები „ჯანმრთელები და დღეგრძელები“ არიან და იგი ადვილად მოახერხებს რამდენიმე 5-წლიანი ვადით ქვეყნის სათავეში ყოფნას, თუმცა მისი დანაპირების ერთგული იქნება და 2018 წელს პრეზიდენტის პოსტიდან წავა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
2014 წლის შემდეგ პირველად სირიის სახელისუფლებო ძალებმა პროვინცია რაქას საზღვარი გადაკვეთეს. BBC-ის ცნობით, სირიის ჯარს რუსეთის საჰაერო ძალები ეხმარებიან.
6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით მომხდარ აფეთქებას. „როიტერსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 4 ჯარისკაცია.
სარკინიგზო კატასტროფა ორეგონის შტატში. ქალაქ პორტლენდის მახლობლად, ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის გამოც შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა და ცეცხლი მოედო.
ლიბიის სანაპიროზე ზღვამ 128 ადამიანის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ. მათი ნავი ლიბიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში, რამდენიმე დღის წინათ, ცარიელი აღმოაჩინეს.
სტიქია საფრანგეთის დედაქალაქში - წყალდიდობის გამო, 5 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
108 წლიანი პატიმრობა არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის - თურქეთში, გაზიანთეფის ლტოლვილთა ბანაკში მომუშავე 29 წლის მამაკაცს სასამართლომ 108 წლით თავისუფლების აღკვეთა 8 არასრულწლოვანი სირიელი ბიჭის გაუპატიურებისთვის მიუსაჯა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "როიტერსი" ავრცელებს.
9 ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა სატრანსპორტო საშუალების ამოტრიალების შედეგად ამ კვირაში, საწვრთნელი ვარჯიშის დროს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე, ფორტ ჰუდში, ტეხასში, - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშ კარტერმა ხუთშაბათს მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრისას, პრეს-კონფერენციაზე სინგაპურში, სადაც იგი უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არის ჩასული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.